შერეულ წყვილებში ესტაფეტა საფრანგეთმა მოიგო | ბიატლონი
შერეულ წყვილებში ესტაფეტა საფრანგეთმა მოიგო | ბიატლონი

​ამერიკულ სოლტ-ლეიკ სიტიში​ მსოფლიო თასის მერვე ეტაპი დასრულდა.

ბოლო დღეს ორი რბოლა გაიმართა – შერეულ წყვილებში ესტაფეტა 2X6+2X7.5 კმ. საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო, მეორე ადგილზე გერმანელი ბიატლონისტები გავიდნენ, ხოლო მესამე კი ნორვეგიის ნაკრები იყო.

შერეული ესტაფეტა (მამაკაცი+ქალი) 2×3+ 3×2.5 კმ-ზე იტალიამ მოიგო, მეორეზე ავსტრიის ეროვნული ნაკრები გავიდა, მესამეზე კი საფრანგეთი.

ამ ორი რბოლით მსოფლიო თასის ჩრდილოეთ ამერიკული ეტაპები დასრულდა.