ძიუდო | გიორგი ლოლაძე ზაგრების გრანპრის ფინალში გავიდა #1TVSPORT

17:28, 14.11.2026

ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს გრანპრიზე გიორგი ლოლაძე (73 კგ) ფინალში იასპარეზებს – ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში კოსოვოელი აკილ ჯაკოვა დაამარცა და ფინალში ირლანდიელ ჯოშუა გრინს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრები ტურნირზე ახალგაზრდული შემადგენლობით გამოდის.

15 ნოემბერს ტურნირზე ლუკა ჯავახიშვილი (90 კგ), თორნიკე ფოლადიშვილი (100 კგ) და საბა ინანეიშვილი (+100) იჭიდავებენ.

მსგავსი