ჩინეთის ქალაქ შენჟენში ATP250-ის ტურნირი დასრულდა. ტრიუმფატორი ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტი აღმოჩნდა, რომელსაც სამი სეტი დასჭირდა ჩეხი ტომაშ ბერდიხის დასამარცხებლად.
სამივე პარტია ერთნაირი სცენარით მიდიოდა – სეტის ბედს ერთადერთი ბრეიკი წყვეტდა. ზუსტად ორ საათში ბაუტისტა-აგუტმა 6:4, 3:6, 6:3 მოიგო.
ორივე ჩოგბურთელისთვის ეს კვირა წარმატებული გამოვიდა. ბაუტისტა-აგუტმა გზად ტიტულამდე მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა, ბერდიხმა კი 2017 წლის შემდეგ პირველად ითამაშა ATP-ის ტურნირის ფინალში.