პირველად 2004 წლის შემდეგ - ტომაშ ბერდიხი ასეულს დატოვებს
პირველად 2004 წლის შემდეგ - ტომაშ ბერდიხი ასეულს დატოვებს

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ახალ რეიტინგში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდება, მსოფლიოს 98-ე ჩოგანი, ჩეხი ტომაშ ბერდიხი, სამი საფეხურით დაეშვება ქვემოთ და პირველად 2004 წლის შემდეგ, ასეულს მიღმა მიღმა აღმოჩნდება.

ბერდიხის რეიტინგში ვარდნა გამოწვია ტრავმამ, რომლის გამოც ჩეხმა 2018 წლის სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა. თუმცა ტომაშმა კარგად დაიწყო 2019 წელი – დოჰას ტურნირის ფინალში გავიდა, ავსტრალიის ღიაზე კი მერვედფინალამდე მიაღწია, მაგრამ ამას ისევ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მოჰყვა და ამის გამო, ინდიან უელსისა და მაიამის მასტერსებში ვერ ითამაშა.

ტომაშ ბერდიხს ATP-ის 13 ტურნირი აქვს მოგებული. 2015 წელს, მან კლასიფიკაციაში მეოთხე ადგილს მიაღწია.