შესაძლოა, ტომაშ ბერდიხმა უიმბლდონის შემდეგ კარიერა დაასრულოს
შესაძლოა, ტომაშ ბერდიხმა უიმბლდონის შემდეგ კარიერა დაასრულოს

ჩეხი ჩოგბურთელი ტომაშ ბერდიხი არ გამორიცხავს უახლოეს მომავალში პროფესიული კარიერის დასრულებას. ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერზე“ ამერიკელმა ჟურნალისტმა კარელ კნაპმა დაწერა.

„ეს უიმბლდონი, შესაძლოა, ბოლო იყოს ჩემთვის“, – განაცხადა ბერდიხმა.

დიდი ხანია მსოფლიოს ყოფილ მეოთხე ჩოგანს ბარძაყის ტრავმა აწუხებს. ამ სეზონში 33 წლის ჩოგბურთელმა 18 მატჩი ჩაატარა და 12 მოიგო. 2018 წელს კი 11 ოფიციალური მატჩის მოგება შეძლო და ამდენივეში დამარცხდა.

კარიერის განმავლობაში ბერდიხმა პროფესიულ ტურში 13 ტურნირი მოიგო. ის 2010 წელს უიმბლდონის ფინალში გავიდა, სადაც რაფაელ ნადალთან წააგო.

წლევანდელი უიმბლდონის პირველ წრეში ჩეხის მეტოქე იქნება ამერიკელი ჩოგბურთელი ტეილორ ფრიტცი.

დატოვე კომენტარი