შემოსავლების სამსახური - თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში, ირანის, ყირგიზეთისა და ისრაელის მოქალაქეების ბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა გამოვლინდა
შემოსავლების სამსახური - თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში, ირანის, ყირგიზეთისა და ისრაელის მოქალაქეების ბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა გამოვლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტებში, „თბილისის აეროპორტი“ და „ბათუმის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ირანის, ყირგიზეთისა და ისრაელის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში 301 430 აშშ დოლარი გამოავლინეს.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, ჯამში 835 467 877 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქეები, სანქციის სახით, (თანხის 10%-ის ოდენობა) 83 546,78 ლარით დაჯარიმდნენ.