შემოსავლების სამსახური - სადახლოსა და ვალეში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო ვაზნების შემოტანის მცდელობა აღიკვეთა
შემოსავლების სამსახური - სადახლოსა და ვალეში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო ვაზნების შემოტანის მცდელობა აღიკვეთა

სადახლოსა და ვალეში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო ვაზნების შემოტანის მცდელობა აღიკვეთა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ვალე“ და ,,სადახლო-საავტომობილო“ საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების მიმართ ეჭვის საფუძველზე,  სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი, კერძოდ: პისტოლეტი მჭიდით, პნევმატური იარაღი, ასევე, ავტომატური იარაღის მჭიდი და 25 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს.

აღნიშნული კანონდამრღვევი მოქალაქეების საქმეების მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.