შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით აიკრძალება
შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით აიკრძალება.
შესაბამისი ცვლილებები „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ შედის, რომლის ავტორები უმრავლესობის წევრები ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი არიან.
ცვლილებებით სასამართლოსადმი დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეების ჩამონათვალს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვასთან დაკავშირებული საქმეები დაემატება, თუ ნაწარმოების გავრცელება სხვათა უფლებებს ლახავს.
აღნიშნული ცვლილება მომდევნო არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ამოქმედდება, რაც კანონპროექტთა ინიციატორების განმარტებით, ახალი კონსტიტუციის ნორმებიდან გამომდინარეობს.