თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 2019 წლის შემოდგომაზე ოთხი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის გახსნისთვის ემზადება.
სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ ერთ-ერთი მშენებარე ბაღი სოფელ ფონიჭალაში კრწანისის რაიონის გამგებელ ლევან ჯაფარიძესთან ერთად დაათვალიერა.
სოფელ ფონიჭალაში საბავშვო ბაღი აქამდე არ ფუნქციონირებდა. შემოდგომიდან კი, ახალი ბაგა-ბაღი 250-ზე მეტი აღსაზრდელის მიღებას შეძლებს.
თბილისში მიმდინარე წელს ცხრა ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო, რომელთაგან ოთხი – გლდანის, ისნის, კრწანისისა და დიდუბის რაიონებში, მიმდინარე წლის დასრულებამდე შევა ექსპლუატაციაში.
ინფორმაციას თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.