შემაკავებელი ან დამცავი ორდერის მოქმედების ქვეშ მყოფი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების კრიმინალიზაცია მოხდება
შემაკავებელი ან დამცავი ორდერის მოქმედების ქვეშ მყოფი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების კრიმინალიზაცია მოხდება.
შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტს საკანონმდებლო სახით წარედგინა.
მოქმედი კანონმდებლობით, ასეთი ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს და 200 ლარიან ჯარიმას, ხოლო განმეორების შემთხვევაში 100 ლარიან ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს, რაც კანონპროექტის ავტორების განმარტებით, მოძალადისგან მომდინარე საფრთხის ადეკვატურ შეფასებად ვერ ჩაითვლება.
ცვლილებების მიხედვით, ცივი იარაღის ტარება განზრახ მძიმე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ან ცივი იარაღის ტარებისთვის ნასამართლევი პირის მიერ, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
„ცივი იარაღის ტარება დანაშაულს წარმოადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ტარების აკრძალვას დამცავი ან შემაკავებელი ორდერი არ შეიცავს. თუ ცივი იარაღის ტარების აკრძალვა გათვალისწინებული იქნება შემაკავებელ ან დამცავ ორდერში, მაშინ პირს პასუხისმგებლობა შესაბამისი ორდერის მოთხოვნის დარღვევისთვის დაეკისრება“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.