შეხვედრა კონფერენცლიგის პლეოფის მონაწილესთან - „დინამო თბილისი“ თურქეთში დანიელებს დაუპირისპირება #1TVSPORT
შეხვედრა კონფერენცლიგის პლეოფის მონაწილესთან - „დინამო თბილისი“ თურქეთში დანიელებს დაუპირისპირება #1TVSPORT

დღეს „დინამო თბილისი“ თურქულ შეკრებაზე მეექვსე შეხვედრას ჩაატარებს. თბილისურ გუნდს მეტოქეობას დანიური სუპერლიგის წარმომადგენელი „რანდერსი“ გაუწევს.

საფეხბურთო კლუბი „რანდერსი“ 2003 წელს დაარსდა. გუნდი რანდერსის 6 კლუბის (დრონინბორგ ბოლდკლუბი, ჰორნბაკ სპორტსფორენინგი, კრისტრუპ ბოლდკლუბი, რანდერს ფრეია, რანდერს კფუმი და ვორუპ ფრედრიკსბერგ ბოლდკლუბი) გაერთიანების შემდეგ გამოჩნდა დანიურ ჩემპიონატში.

„დინამოს“ მეტოქე საშინაო მატჩებს რანდერს სთეიდიუმზე ატარებს, რომლის ტევადობაც 10 600 მაყურებელზეა გათვლილი. გუნდმა ორჯერ – 2005/2006 და 2020/2021 წლებში მოახერხა დანიის თასის მოპოვება. ჩემპიონტში საუკეთესო მიღწევად 2012/2013 სეზონში მოპოვებული მესამე ადგილი ითვლება.

სკანდინავიელები თურქეთში 2 თებერვლიდან ემზადებიან. მანამდე ერთი დღით ადრე „რანდერსი“ „სილკებორსესპარინგა და 1:0 იმარჯვა. 6 თებერვალს უკრაინულ „ოლექსანდრიასთან“ ფრეს 2:2 დასჯერდა. 12 თებერვალს ტულას „არსენალს“ შეხვდება.

ამის შემდეგ რანდერსი ინგლისში გაემგზავრება და კონფერენს ლიგის პლეი ოფში, 17 თებერვალს „ლესტერ სიტის“ დაუპირისპირდება. რანდერსის თავკაცის პოსტზე მეოთხე სეზონია ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი თომას თომასბერგი მუშაობს.

„დინამო“-„რანდერსის“ მატჩი ბელეკში გაიმართება და თბილისის დროით 17:30 დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა თბილისური კლუბის Facebook და Youtube პლატფორმებზე იქნება შესაძლებელი.