შაშში მსოფლიო თასის მე-5 ეტაპი თბილისში ჩატარდა
შაშში მსოფლიო თასის მე-5 ეტაპი თბილისში ჩატარდა

5-12 ნოემბერს, თბილისმა შაში-64-ის მსოფლიო თასის მე-5 ეტაპს უმასპინძლა.

გამარჯვებულები სამ დისციპლინაში გამოვლინდნენ და სამივეში რუსეთის წარმომადგენელმა გაიმარჯვა: ელვისებურ და კლასიკურ შაშში პირველობა ბელოშეევმა იზეიმა, ხოლო სწრაფ შაშში – ცინმანმა.

ელვისებურ დისციპლინაში მე-3 ადგილს დასჯერდა ქართველი საერთაშორისო ოსტატი ლევან კიკნაძე, ამავე დისციპლინაში მე-8 ადგილი ერგო ალექსანდრე ბერუაშვილს. სწრაფ დისციპლაში მე-8 ადგილზე დაასრულა გამოსვლა მრავალი ტურნირის გამარჯვებულმა ქართველმა მოშაშემ ჯუმბერ ბერიშვილმა.