თბილისი 64 უჯრიანი შაშის მსოფლიო თასის ეტაპს მასპინძლობს

16:04, 21.11.2018

თბილისი 64 უჯრიანი შაშის მსოფლიო თასის ეტაპს მასპინძლობს. ჩემპიონატი სამ კატეგორიაში ტარდება – კლასიკური, ბლიცი და რაპიდი.

რაპიდში მსოფლიო თასის მფლობელი ქართველი – იამზე წივწივაძე გახდა , რაც დიდ სენსაციად მიიჩნევა. მსოფლიო თასზე მონაწილეობას 7 ქვეყნის 30 სპორტსმენი იღებს. შეჯიბრი 18 ნოემბერს დაიწყო და 24 ნოემბრამდე გაგრძელდება. თბილისში იმყოფება შაშის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი – ვლადიმირ ლანგინი, რომელიც შეჯიბრის მსვლელობას ინტენსიურად აკვირდება.

მსოფლიო თასის ეტაპს თბილისი მესამედ მასპინძლობს.

მსგავსი