შარლ მიშელმა ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს 17 ოქტომბრის სამიტზე მიიწვია
შარლ მიშელმა ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს 17 ოქტომბრის სამიტზე მიიწვია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს მომდევნო სამიტზე მიიწვია, რომელიც 17 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას მიშელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მოვიწვიე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს სამიტზე 17 ოქტომბერს, რათა შევაფასოთ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომის ბოლოდროინდელი მოვლენები და რათა წარადგინოს თავისი „გამარჯვების გეგმა““, – წერს მიშელი.

ცნობისთვის, გასულ კვირებში უკრაინის პრეზიდენტი ვიზიტებით ლონდონში, პარიზში, რომსა და ბერლინში იმყოფებოდა, სადაც „გამარჯვების გეგმის“ დეტალები წარადგინა.