„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფისა“ და „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ორგანიზებით, ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობებზე საჯარო დისკუსია მიმდინარეობს
ფრაქციების „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფისა“ და „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ორგანიზებით პარლამენტში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობების შესახებ საჯარო დისკუსია მიმდინარეობს.
შეხვედრას ესწრებიან პოლიტიკოსები, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა (GSAC) და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ექსპერტები.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან მოხდეს გაანალიზება რას აკეთებს ხელისუფლება და რა უნდა გააკეთოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით.
„ჩვენ როდესაც ვხედავთ, რომ დღევანდელი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში რეალური პროგრესი ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით ვერ ვნახეთ, მნიშვნელოვანია, როგორც ოპოზიციამ, ასევე იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც მუშაობენ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების დღის წესრიგზე, ერთობლივად დავამუშაოთ სტრატეგია. განვახორციელოთ სტრატეგია, რომელიც დაეხმარება ჩვენს ქვეყანას რაც შეიძლება სწრაფად გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით. სწორედ ამიტომ დღევანდელი კონსულტაციები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთად გავაანალიზოთ, რას არ აკეთებს ხელისუფლება, რას უნდა აკეთებდეს და ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.