შარლ მიშელი - ვეძებთ შესაძლებლობებს, წამყვან პოზიციებს დავუბრუნოთ ევროკავშირ-თურქეთის თანამშრომლობა და ახალი ენერგიით დავტვირთოთ ჩვენი ურთიერთობები
შარლ მიშელი - ვეძებთ შესაძლებლობებს, წამყვან პოზიციებს დავუბრუნოთ ევროკავშირ-თურქეთის თანამშრომლობა და ახალი ენერგიით დავტვირთოთ ჩვენი ურთიერთობები

ვეძებთ შესაძლებლობებს, წამყვან პოზიციებს დავუბრუნოთ ევროკავშირ-თურქეთის თანამშრომლობა და ახალი ენერგიით დავტვირთოთ ჩვენი ურთიერთობები, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ „ტვიტერში“ წერს.

„კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ერდოღანთან ნატო-ს სამიტამდე. ვეძებთ შესაძლებლობებს, წამყვან პოზიციებს დავუბრუნოთ ევროკავშირ-თურქეთის თანამშრომლობა და ახალი ენერგიით დავტვირთოთ ჩვენი ურთიერთობები.

ევროკავშირის საბჭო მიმართავს უმაღლეს კომისარსა და ევროკომისიას, მოამზადოს ანგარიში სტრატეგიული და გრძელვადიანი გადმოსახედის კონტექსტში“,- წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.