ვილნიუსში რეჯეფ თაიფ ერდოღანი შარლ მიშელს შეხვდა

22:31, 10.07.2023

ვილნიუსში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ეროდოღანსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის შეხვედრა შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, შეხვედრის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტი მოლაპარაკებებს ისევ შვედეთის პრეზიდენტთან განაგრძობს.

ვილნიუსში ნატო-ს სამიტის დაწყებამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირებას იმ შემთხვევაში მოახდენს, თუ პარტნიორები თურქეთის ევროკავშირში წევრობას გაუხსნიან გზას.

 

მსგავსი