შარლ მიშელი - უკრაინის წევრობის განაცხადს მომდევნო დღეებში განვიხილავთ, ევროკავშირის სოლიდარობა ურყევია
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს უახლოეს დღეებში განიხილავენ.
ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
„ევროკავშირის სოლიდარობა, მეგობრობა და უპრეცედენტო დახმარება უკრაინის მიმართ ურყევია. ჩვენ უკრაინის წევრობის განაცხადს მომდევნო დღეებში განვიხილავთ“, – წერს მიშელი.