შარლ მიშელი – უკრაინის წევრობის განაცხადს მომდევნო დღეებში განვიხილავთ, ევროკავშირის სოლიდარობა ურყევია
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს უახლოეს დღეებში განიხილავენ.
ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
„ევროკავშირის სოლიდარობა, მეგობრობა და უპრეცედენტო დახმარება უკრაინის მიმართ ურყევია. ჩვენ უკრაინის წევრობის განაცხადს მომდევნო დღეებში განვიხილავთ“, – წერს მიშელი.
Continued close contact with President @ZelenskyyUa
The #EU stands firmly by #Ukraine’s side in efforts to alleviate humanitarian suffering inflicted by Russia’s aggression and ensure nuclear safety.
— Charles Michel (@eucopresident) March 7, 2022