შარლ მიშელი - უკრაინაში ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა, ევროკავშირი და მისი პარტნიორები იმოქმედებენ ერთიანად, მტკიცედ და სოლიდარობით
ევროპული საბჭოს პრეზიდნეტი შარლ მიშელი რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებას საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მინსკის შეთანხმებების უხეშ დარღვევად აფასებს.
მიშელის თქმით, ევროკავშირი და მისი პარტნიორები იმოქმედებენ ერთიანად.
„უკრაინაში ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მინსკის შეთანხმებების უხეში დარღვევა. ევროკავშირი და მისი პარტნიორები იმოქმედებენ ერთიანად, მტკიცედ და სოლიდარობით“, -წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.