შარლ მიშელი - პოლიტიკური ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში, მკაცრად ვგმობ თავდასხმას დონალდ ტრამპზე
შარლ მიშელი - პოლიტიკური ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში, მკაცრად ვგმობ თავდასხმას დონალდ ტრამპზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ტონალდ ტრამპზე თავდასხმას გმობს.

„პოლიტიკური ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში. მკაცრად ვგმობ თავდასხმას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე“, – წერს სოციალურ ქსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

ცნობისთვის, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. ამასთან, საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპზე თავდასხმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ის განეიტრალებულია.