შარლ მიშელი - ევროკავშირი და აშშ რეგიონული კონფლიქტების მოსაგვარებლად ერთად მუშაობენ
შარლ მიშელი - ევროკავშირი და აშშ რეგიონული კონფლიქტების მოსაგვარებლად ერთად მუშაობენ

ევროკავშირის და აშშ-ის ერთიანობა მნიშვნელოვანია მშვიდობისთვის, ჩვენ ერთად ვმუშაობთ რეგიონული კონფლიქტების მოსაგვარებლად, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„საქართველოს შემთხვევაში პარლამენტში პოლიტიკური პარტიების დაბრუნება. სომხეთსა და აზერბაიჯანში, მხარეებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობა. მხოლოდ ორი მაგალითი, სადაც ჩვენ ვერთიანდებით ლიდერობისთვის“, – წერს მიშელი „ტვიტერზე“.