შარლ მიშელი – ევროკავშირი და აშშ რეგიონული კონფლიქტების მოსაგვარებლად ერთად მუშაობენ
ევროკავშირის და აშშ-ის ერთიანობა მნიშვნელოვანია მშვიდობისთვის, ჩვენ ერთად ვმუშაობთ რეგიონული კონფლიქტების მოსაგვარებლად, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„საქართველოს შემთხვევაში პარლამენტში პოლიტიკური პარტიების დაბრუნება. სომხეთსა და აზერბაიჯანში, მხარეებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობა. მხოლოდ ორი მაგალითი, სადაც ჩვენ ვერთიანდებით ლიდერობისთვის“, – წერს მიშელი „ტვიტერზე“.
The EU & US make a difference for peace.
We work together to resolve regional conflicts.
…bringing political parties back to Parliament in #Georgia
…promoting confidence building measures in #Armenia & #Azerbaijan
Just 2 examples where we come together to lead.#EUUS pic.twitter.com/xBlHi38HVi
— Charles Michel (@eucopresident) June 15, 2021