შარლ მიშელი - დარწმუნებული ვარ, შევწყვეტთ დამოკიდებულებას რუსეთის გაზსა და ნავთობზე, ამისთვის პარტნიორებთან ერთად ძალიან ბევრს ვმუშაობთ
შარლ მიშელი - დარწმუნებული ვარ, შევწყვეტთ დამოკიდებულებას რუსეთის გაზსა და ნავთობზე, ამისთვის პარტნიორებთან ერთად ძალიან ბევრს ვმუშაობთ

დარწმუნებული ვარ, შევწყვეტთ დამოკიდებულებას რუსეთის გაზსა და ნავთობზე, რაზეც პარტნიორებთან ერთად ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რათა მივაღწიოთ საერთო მიზანს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კრემლის მიზანია, გაანადგუროს უკრაინის სუვერენიტეტი და გაყოს ევროკავშირი, მაგრამ ის ვერ მიაღწევს მიზანს.

„რამდენიმე კვირის წინ ევროკავშირში ჩვენ ერთხმად მივიღეთ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება, რომელიც მიმართული იყო ათას ფიზიკურ პირზე, სხვადასხვა გაერთიანებებზე, ფინანსურ სექტორზე. ასევე განვიხილავთ 27 წევრ სახელმწიფოს შორის, ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, მაგალითად, გუშინ გვქონდა განხილვები ჯო ბაიდენთან, როგორ შეგვიძლია, გავზარდოთ ზეწოლა კრემლზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ შეგვიძლია კრემლის ქცევის შეცვლა. ეს არ არის ადვილი, ეს ძალიან რთულია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ სანქციები მტკივნეულია კრემლისთვის, რეჟიმისთვის და არა ჩვენთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ძალისხმევა ადრე თუ გვიან მიმართული იქნება ნავთობისკენ და გაზისკენ და დარწმუნებული ვარ, ერთხელაც ჩვენ შევწყვეტთ დამოკიდებულებას რუსეთის გაზსა და ნავთობზე. ამისთვის ძალიან ბევრს ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც საჭიროა, რათა მივაღწიოთ ამ საერთო მიზანს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.