ევროკავშირის ლიდერები რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში სამიტზე რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების ნახევარი წლით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.
შესაბამისი განცხადება შარლ მიშელმა გააკეთა.
„ევროკავშირი შეინარჩუნებს რუსეთთან მიმართებით საერთო და სტრატეგიულ მიდგომას, რომელიც ხუთ მთავარ პრინციპზეა დაფუძნებული. ჩვენ რუსეთს გავუხანგრძლივეთ ეკონომიკური სანქციები. მოსკოვმა უნდა შეასრულოს მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები“, – წერს შარლ მიშელი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.
შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირი რუსეთთან დიალოგის ფორმატისა და პირობების საკითხსაც განიხილავს.
ევროკავშირმა განსაკუთრებით მკაცრი სანქციები რუსეთს 2014 წელს დაუწესა. ბოლოს ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები 2020 წლის 17 დეკემბერს გაუხანგრძლივა.