შაორის ტბაში სამაშველო ღონისძიებების შედეგად, მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, გარდაცვლილი უკვე იდენტიფიცირებულია.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მოზარდია. სკოლის მოსწავლე შაორის ტბაზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა.