შაორის ტბაში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს

21:18, 18.06.2021

შაორის ტბაში სამაშველო ღონისძიებების შედეგად, მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, გარდაცვლილი უკვე იდენტიფიცირებულია.

​არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მოზარდია. სკოლის მოსწავლე შაორის ტბაზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა.

მსგავსი