„შანელი“ ნატურალურ ბეწვსა და ეგზოტიკურ ტყავს საკუთარ კოლექციებში აღარ გამოიყენებს
„შანელი“ ნატურალურ ბეწვსა და ეგზოტიკურ ტყავს საკუთარ კოლექციებში აღარ გამოიყენებს

„შანელი“ ცხოველების დამცველ კამპანიას უერთდება და თავისი კოლექციებიდან ნატურალური ბეწვისა და ეგზოტიკური ტყავის ამოღებას გეგმავს, – ამის შესახებ ფრანგული მოდის სახლი იუწყება.

როოგრც მოდის სახლში აცხადებენ, „შანელის“ ტანსაცმელსა თუ აქსესუარებში აღარ იქნება გამოყენებული ცხოველების ბეწვი და ნიანგის, ხვლიკის ან გველის ტყავი.

„შანელის“ სახლმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ნაწილობრივ იმის გამო მიიღეს, რომ უფრო და უფრო ძნელი ხდება უმტკივნეულოდ და კომპანიის პრინციპების გათვალისწინებით ნატურალური ეგზოტიკური ტყავის მოპოვება.

ამ გადაწყვეტილებას მიესალმებიან ცხოველების დამცველ კომპანიაში.

Gucci-მ შარშან გააკეთა მსგავსი განცხადება, ხოლო 2016 წელს იტალიელმა დიზაინერმა Giorgio Armani -მ გამოაცხადა, რომ წყვეტს მის კოლექციებში ბეწვის გამოყენებას.
კამპანიაში ასევე ჩართულები არიან Vivienne Westwood, Calvin Klein და Ralph Lauren.

„ნამდვილი ბეწვი არის ძველი მოდა, ის აღარ არის რელევანტური, სექსუალური და მოდური“, – განაცხადა 2015 წელს CNN-თან ინტერვიუში Stella McCartney-იმ, რომლის ბრენდი თავიდან ბოლომდე ვეგეტარიანულია.

„შანელი“ უერთდება სხვა ბრენდებს, როგორებიცაა ASOS, Nike, Nine West, Puma და მრავალი სხვა, რომლებმაც უკვე აკრძალეს ეგზოტიკური ტყავი.