ფოტოგამოფენა „საგანძური“ საქართველოს პარლამენტში [ფოტო]
ფოტოგამოფენა „საგანძური“ საქართველოს პარლამენტში [ფოტო]

საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენა „საგანძური“ გაიხსნა.

საქართველოში პირველი მოძრავი ფოტოექსპოზიციაა. ექსპოზიცია მოიცავს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული ოქროს ფონდის 33 ექსპონატის ფოტოებს.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სამუზეუმო კოლექციების ცნობადობის გაზრდას საზოგადოებაში.

ფოტოგამოფენა „საგანძური“ შეიქმნა 2008 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა–კურთხევით.