შალვა თადუმაძე - „ევროჯასთთან" თანამშრომლობა საქართველოს დაეხმარება ტრანსნაციონალური და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში
„ევროჯასთთან” შეთანხმების გაფორმება საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, გამოიყენოს ორგანიზაციის ყველა რესურსი ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, მათ შორის რეგიონალური კუთხით, შავი ზღვის აუზის ქვეყნების მიმართულებით, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ საქართველოსა და „ევროჯასთს” შორის თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ.
„საქართველო უერთდება „ევროჯასთის” იმ დიდ ოჯახს, რომელიც ერთობლივად ევროპის ფორმატში ახორციელებს ტრანსნაციონალური დანაშაულის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა საქართველოსთვის, გამოიყენოს და მიიღოს ყველა ის რესურსი, რომელიც ამ ორგანიზაციაში თითოეულ წევრს გააჩნია ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მეორეს მხრივ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა გაფართოვდეს ამ ბრძოლის გეოგრაფია, როგორც, რეგიონალური კუთხით, ასევე შავი ზღვის აუზის ქვეყნების მიმართულებითაც. ჩვენ უნდა წარმოვადგინოთ შესაბამისი წარმომადგენელი, რომელიც უზრუნველყოფს ერთიან სისტემაში საქართველოს ღირსეულ წარმომადგენლობას და ოპერატიულ ინფორმაციის გაცვლას“,- განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.
ჰააგაში თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ და „ევროჯასთის” პრეზიდენტმა ლადისლავ ჰამრანმა.
პროკურატურის ინფორმაციით, საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც „ევროჯასთმა” შეთანხმება გააფორმა.