შალვა თადუმაძე - ჩვენ შევძელით, უმძიმეს დანაშაულებში ბრალდებული პირებისთვის წარდგენილი ბრალდება დაგვემტკიცებინა
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ აღნიშნა, რომ პროკურატურამ შეძლო უმძიმეს დანაშაულებში ბრალდებული პირები წარედგინა მართლმსაჯულების წინაშე და დაემტკიცებინა წარდგენილი სახელმწიფო ბრალდება.
„სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებთან მიმართებაში ჩვენმა პროკურორებმა შეძლეს წარდგენილი ბრალდებები დაემტკიცებინათ და დამნაშავეები, რომლებიც მართლმსაჯულების წინაშე იყვნენ წარდგენილნი, შესაბამისი, ადეკვატური სასჯელით გასამართლდნენ, -აღნიშნა შალვა თადუმაძემ.
მან აღნიშნა, რომ პროკურატურის წარმატების გარანტი არის ღირსეული თანამშრომლობა პარტნიორებთან, ცოდნაზე დაფუძნებული სახელმწიფო ბრალდება და დამოუკიდებელი საპროკურორო საქმიანობა.
საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღის აღსანიშნავად სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ „ევროჯასტის“ პრეზიდენტ ლადისლავ ჰამრანს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრებს უმასპინძლა.
ინფორმაციას გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცლებს.