შალვა შავგულიძე - მაჩალიკაშვილის საქმე რითი არ არის უარესი, ვიდრე იყო გირგვლიანის საქმე?
მაჩალიკაშვილის საქმე რითი არ არის უარესი, ვიდრე იყო გირგვლიანის საქმე? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, შალვა შავგულიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.
მისივე თქმით, გირგვლიანის საქმეზე რესტორანში მოხდა კონფლიქტი, ხოლო მაჩალიკაშვილის საქმეზე არავითარი კონფლიქტიც კი არ მომხდარა.
„მაჩალიკაშვილის საქმეზე, მოდით, ვთქვათ, რითი არ არის უარესი, ვიდრე იყო გირგვლიანის საქმე? გირგვლიანის საქმეზე მოხდა კონფლიქტი რესტორანში და ეს კონფლიქტი დანაშაულებრივად გაგრძელდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. მათ ჩაიდინეს დანაშაული და ევროპის სასამართლომ დაადგინა კიდეც, რაც დააშავეს. მაჩალიკაშვილის საქმეზე არავითარი კონფლიქტიც კი არ მომხდარა. ადამიანს ეძინა საკუთარ სახლში, 16 წლის ბიჭს, შევიდა სახელმწიფო სპეცდანიშნულების რაზმის სახით მის საძინებელში, ესროლა ტყვია და მოკლა“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.