ირაკლი კობახიძე - მაჩალიკაშვილისა და გირგვლიანის საქმეების შედარება, რაც შავგულიძემ გააკეთა, არის ამორალური და ამ კაცზე მეტყველებს ძალიან კარგად
ირაკლი კობახიძე - მაჩალიკაშვილისა და გირგვლიანის საქმეების შედარება, რაც შავგულიძემ გააკეთა, არის ამორალური და ამ კაცზე მეტყველებს ძალიან კარგად

შედარება, რაც შავგულიძემ გააკეთა, არის ამორალური და ამ კაცზე მეტყველებს ძალიან კარგად, – ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შალვა შავგულიძის იმ განცხადებას, სადაც შავგულიძე აღნიშნავს: „მაჩალიკაშვილის საქმე რითი არ არის უარესი, ვიდრე იყო გირგვლიანის საქმე?“

კობახიძის თქმით, შეგნებულად არ სურს დეტალებში შესვლა.

„დეტალებში არ მინდა, შევიდე, შეგნებულად არ შევალ დეტალებში, მაგრამ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს შედარება, რაც გააკეთა შავგულიძემ, არის ამორალური და ამ კაცზე მეტყველებს ძალიან კარგად“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.