შალვა პაპუაშვილმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ნიკ ბერესფორდმა სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს, ნიკ ბერესფორდს შეხვდა, – ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„შეხვედრაზე მიმოიხილეს არსებული პროექტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტსა და UNDP-ის შორის მიმდინარე თანამშრომლობა, დეტალურად ისაუბრეს UNDP-ის და მომავალი საპარლამენტო პროექტის პრიორიტეტებზე.
შეხვედრაზე მხარეებმა აგრეთვე განიხილეს საქართველოს პარლამენტის გეგმები და საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგი.
UNDP-ის ხელმძღვანელმა შალვა პაპუაშვილს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა დაუდასტურა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.