შალვა პაპუაშვილი - ყველა მონდომებულია, რაც შეიძლება მალე იყოს პასუხი გაცემული ბევრ კითხვაზე როგორც საზოგადოებისთვის, ისე ადამიანებისთვის, რომლებიც ოჯახის წევრებს ეძებენ
ყველა არის მონდომებული, რომ რაც შეიძლება მალე იყოს ბევრ კითხვაზე პასუხი გაცემული როგორც საზოგადოებისთვის, ისე იმ ოჯახებისთვის, რომლებიც საკუთარი ოჯახის წევრებს ეძებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შოვში, სტიქიის ზონაში ყოფნისას განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ის შეხვდა დაკარგული ადამიანების ოჯახების წევრებს.
„ახლა მნიშვნელოვანია სწორედ საუბარი, კომუნიკაცია და მათაც ვკითხე, თუკი არის კიდევ დამატებითი საჭიროება, რომ მათი პირობები აქ იყოს უზრუნველყოფილი და თუკი ფიქრობენ, რომ რაიმე კიდევ შეიძლება, დამატებით გაკეთდეს, ჩვენ ამ ყველაფერს მოვისმენთ. კიდევ ერთხელ, მეც იქ ვიყავი და თქვენც ხედავთ, აკვირდებით ჩვენი მაშველების, ჯარისკაცების, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლების მუშაობას, ტემპებს და შემართებას. ყველა არის მონდომებული, რომ რაც შეიძლება, მალე იყოს ბევრ კითხვაზე პასუხი გაცემული როგორც საზოგადოებისთვის, ისე იმ ოჯახებისთვის, რომლებიც საკუთარი ოჯახის წევრებს ეძებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.