შალვა პაპუაშვილი - უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის კუთხით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, მთავრობამ განიხილა გენერატორების გაგზავნის საკითხი და შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს
საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა უკრაინის მიმართ ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის კუთხით, მთავრობამ განიხილა უკრაინისთვის გენერატორების გაგზავნის საკითხი და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას აპირებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ვნახეთ, რომ მთავრობამ განიხილა უკრაინაში გენერატორების გაგზავნის საკითხი და როგორც სხვა შემთხვევებში, საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა უკრაინის მიმართ ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის კუთხით. აქაც ვნახეთ, რომ მთავრობა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას აპირებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციამ 9 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, უკრაინაში გენერატორები გაიგზავნება.