შალვა პაპუაშვილი თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ჩიქოვანთან ერთად საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდა
შალვა პაპუაშვილი თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ჩიქოვანთან ერთად საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იუნკერებს შეხვდა.

აკადემიაში იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი.

შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომლებიც არის მსოფლიოში, რეგიონში და, განსაკუთრებით, საქართველოში.  მან ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს თავდაცვის მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

თავდაცვის მინისტრმა  სასწავლო დაწესებულების მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება და იუნკერებს წარმატებები უსურვა.

აკადემიაში სტუმრობისას შალვა პაპუაშვილმა დაათვალიერა საცხოვრებელი ყაზარმები, დისტანციური სწავლების ცენტრი, ლაბორატორიები, სიმულაციის ცენტრი, აკადემიის ბიბლიოთეკა და საგამოფენო სივრცე.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდნენ: პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.