შალვა პაპუაშვილი - სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პასიურები იყვნენ და ისევ გარედან მოხდა სააკაშვილის საკითხის აქტუალიზაცია
შალვა პაპუაშვილი - სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პასიურები იყვნენ და ისევ გარედან მოხდა სააკაშვილის საკითხის აქტუალიზაცია

ვნახეთ, სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ როგორი პასიურები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და ამ საკითხის აქტუალიზაცია ისევ გარედან მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ადამიანების ერთი და იგივე ჯგუფია, ვინც სიცრუეს საზღვარგარეთ ტირაჟირებს.

„ამ პროპაგანდისტულმა ნარატივმა ისეთი დარტყმა მიიღო, არაფერი ეშველება, რადგან ეს ყველაფერი სტრასბურგმა ჩამოშალა. დადასტურდა სიმართლე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით – მიხეილ სააკაშვილს სათანადო პირობები აქვს შექმნილი, აქვს ყველა სერვისი. თუ რაიმე სჭირს მის ჯანმრთელობას, ეს იმიტომ ხდება, რომ თავად აზიანებს საკუთარ ჯანმრთელობას. მან უნდა ითანამშრომლოს სამედიცინო პერსონალთან და ბოლომდე მიჰყვეს დანიშნულებას. თუ ადამიანი ექიმს არ დაუჯერებს, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის პრობლემა ექნება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.