შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ უკრაინის მიმართ ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლების სოლიდარობის მიუხედავად, ელჩი დღემდე დანიშნული არ არის
ძალიან სამწუხაროა, რომ იმ სოლიდარობის პასუხად, რომელსაც ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მიმართ იჩენს, დღემდე საქართველოში უკრაინის ელჩი არ არის დანიშნული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ თემაზე წინაპირობების დაყენება სწორი არ არის.
„იმედი მაქვს, რომ ეს ნაკლი, რომელიც შემოტანილია ჩვენს ურთიერთობაში, მალე მოიხსნება. არ მგონია, აქ წინაპირობების დაყენება სწორი იყოს. მნიშვნელოვანია, უკრაინამ აღადგინოს ის დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ, რაც ჰქონდათ. ამ დამოკიდებულების ნიშანი იქნებოდა ელჩის დანიშვნა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, თუ ნიკა გვარამიას გაათავისუფლებენ, ის იქნება პირველი, ვინც წავა პრეზიდენტთან და თბილისში ელჩის გაშვებას სთხოვს.