შალვა პაპუაშვილი - სამოქალაქო აქტივიზმი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ რასაც ქუჩაში ვხედავთ, ეს პოლიტიკური პარტიის აქტივია
განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე სანქციების ახლებურად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტებმა უკმაყოფილება გამოთქვეს. როგორც პაპუაშვილი ამბობს, საკითხთან დაკავშირებით მოისმინა მათი შეფასება, რომ ცვლილებები პოლიტიკურ აქტივს გარკვეულ თვითცენზურას შეუქმნის.
„შეფასება მოვისმინე, რომ თითქოს, ეს ცვლილებები პოლიტიკურ აქტივს გარკვეულ თვითცენზურას შეუქმნის. რის ცენზურას, რომ არ ხულიგნობდნენ? – თუ ამას გულისხმობენ თვითცენზურაში, ძალიან კარგი – თვითცენზურა შეექმნებათ და ხულიგნობას თავს დაანებებენ, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, სამოქალაქო აქტივიზმი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ქუჩაში პოლიტიკური პარტიის აქტივია, მათ შორის კარვებსა და აქციებზე.
„რასაც ქუჩაში ვხედავთ, ეს არ არის სამოქალაქო აქტივიზმი, ეს არის პოლიტიკური პარტიის აქტივი, რომელსაც გარეთ ვხედავთ, მათ შორის კარვებში თუ აქციებზე. ეს არის „ნაციონალური მოძრაობისა” და „ევროპული საქართველოს” აქტივი. ხალხი ვნახეთ, რომელიც თავის თავს სამოქალაქო აქტივისტს უწოდებს და შემდეგ ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილის ზურგს უკან მსხდომები მისთვის ფონს როგორ ქმინდნენ. მედიას მოგიწოდებთ, ტერმიენბში ზუსტი ვიყოთ, რადგან სამოქალაქო აქტივიზმი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი და სერიოზულია. ეს არის ამ საკითხის გაუბრალოება, როცა პოლიტიკურ აქტივს სამოქალაქო აქტივიზმს ვეძახით. რაც შეეხება პოლიტიკურ აქტივს, ცვლილებების არსია – წლის განმავლობაში ქმედების განმეორებაზე ხდება ფინანსური თვალსაზრისით გამკაცრება. შეფასება მოვისმინე, რომ თითქოს, ეს ცვლილებები პოლიტიკურ აქტივს გარკვეულ თვითცენზურას შეუქმნის. რის ცენზურას, რომ არ ხულიგნობდნენ? – თუ ამას გულისხმობენ თვითცენზურაში, ძალიან კარგი – თვითცენზურა შეექმნებათ და ხულიგნობას თავს დაანებებენ. ცვლილება მაშინ მოქმედებს, თუ განმეორება მოხდება. ანუ, რეციდივი თუ გვაქვს, თუ ისინი იქნებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კუთხით რეციდივისტები, ამ შემთხვევაში, სანქცია მკაცრდება. ყველაზე მარტივი გამოსავალია – ხულიგნობას თავი დაანებონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.