შალვა პაპუაშვილი სახალხო დღესასწაულს „ჰერეთობა-2024“ დაესწრო
შალვა პაპუაშვილი სახალხო დღესასწაულს „ჰერეთობა-2024“ დაესწრო

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან, ირაკლი ქადაგიშვილთან და გურამ მაჭარაშვილთან ერთად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს „ჰერეთობა-2024“ დაესწრო.

„დღეს, ლაგოდეხში „ჰერეთობა“ აღინიშნება, ამ მშვენიერი კუთხის დიდი დღესასწაული. დღე, რომელიც აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილებს  და ლაგოდეხში ეს ერთობა განსაკუთრებულად იგრძნობა. ყველას ვულოცავ ამ დღესასწაულს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩატარდა სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.

ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ადგილობრივი ღვინის მეწარმეების მიერ წარმოდგენილი ღვინოები და საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამზარეულოს კერძები.  ასევე, გაიმართა  ხელნაკეთი ნივთების გამოფენა/გაყიდვა.

სადღესასწაულო ღონისძიებაზე, ლაგოდეხის საპატიო მოქალაქეები დაჯილდოვდნენ.

სახალხო დღესასწაული გალა კონცერტით დასრულდა.