შალვა პაპუაშვილი რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს - მოწადინებული ვართ, ვიმუშაოთ თქვენთან, რათა გავაძლიეროთ პარლამენტებს შორის ურთიერთობები
შალვა პაპუაშვილი რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს - მოწადინებული ვართ, ვიმუშაოთ თქვენთან, რათა გავაძლიეროთ პარლამენტებს შორის ურთიერთობები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას ხელახლა არჩევას ულოცავს.

პარლამენტის თავმჯდომარე მეცოლას წარმატებას უსურვებს.

„პატივცემულო რობერტა, გილოცავთ ევროპული პარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. გისურვებთ წარმატებას თქვენს ძალისხმევაში, გააძლიეროთ „დემოკრატიის სახლი“ და მისი როლი ევროკავშირის საქმეებში. გიდასტურებთ, რომ მოწადინებული ვართ, ვიმუშაოთ თქვენთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენს პარლამენტებს შორის ურთიერთობები და საქართველო ევროკავშირს კიდევ უფრო დავუახლოოთ“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.