შალვა პაპუაშვილი - ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა, შეაფასა ყველაფერი და მიიღო გადაწყვეტილება, ხელისუფლების მანდატი გადასცა „ქართულ ოცნებას“, მადლობა მხარდამჭერებს ამ დიდი ნდობისთვის
შალვა პაპუაშვილი - ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა, შეაფასა ყველაფერი და მიიღო გადაწყვეტილება, ხელისუფლების მანდატი გადასცა „ქართულ ოცნებას“, მადლობა მხარდამჭერებს ამ დიდი ნდობისთვის

დღეს ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა, შეაფასა ყველაფერი და მიიღო გადაწყვეტილება, ხელისუფლების მანდატი გადასცა „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

პაპუაშვილმა ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ყველას გილოცავთ ამ შედეგს. მძიმე ორწელიწად-ნახევარი გავიარეთ თქვენთან ერთად, ჩვენს ხალხთან ერთად. ოთხ წელიწადში ერთხელ დგება მომენტი, როდესაც ხალხს აქვს ძალაუფლების მანდატი და იღებს გადაწყვეტილებას, ვის გადასცეს ეს მანდატი. დღეს ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა; თქვა იმ განვლილ ოთხ წელთან დაკავშირებით, რომელიც ასე რთულად გამოგვატარა ზოგიერთმა, თქვა იმ განვლილ ორწელიწად-ნახევართან დაკავშირებით, რომელიც ასე რთულად გამოგვატარა ზოგიერთმა. თქვა ყველაფერი, აწონა, შეაფასა და მიიღო გადაწყვეტილება, ხელისუფლების მანდატი გადასცა „ქართულ ოცნებას“. მადლობა ქართველ ხალხს, მადლობა ყველას, ჩვენს მხარდამჭერებს ამ დიდი ნდობისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სამმა ქართულმა ტელეარხმა – „იმედმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ საპარლამენტო არჩევნები 2024-ისთვის ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნეს.