შალვა პაპუაშვილი – ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა, შეაფასა ყველაფერი და მიიღო გადაწყვეტილება, ხელისუფლების მანდატი გადასცა „ქართულ ოცნებას“, მადლობა მხარდამჭერებს ამ დიდი ნდობისთვის

20:29, 26.10.2024

დღეს ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა, შეაფასა ყველაფერი და მიიღო გადაწყვეტილება, ხელისუფლების მანდატი გადასცა „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

პაპუაშვილმა ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ყველას გილოცავთ ამ შედეგს. მძიმე ორწელიწად-ნახევარი გავიარეთ თქვენთან ერთად, ჩვენს ხალხთან ერთად. ოთხ წელიწადში ერთხელ დგება მომენტი, როდესაც ხალხს აქვს ძალაუფლების მანდატი და იღებს გადაწყვეტილებას, ვის გადასცეს ეს მანდატი. დღეს ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა; თქვა იმ განვლილ ოთხ წელთან დაკავშირებით, რომელიც ასე რთულად გამოგვატარა ზოგიერთმა, თქვა იმ განვლილ ორწელიწად-ნახევართან დაკავშირებით, რომელიც ასე რთულად გამოგვატარა ზოგიერთმა. თქვა ყველაფერი, აწონა, შეაფასა და მიიღო გადაწყვეტილება, ხელისუფლების მანდატი გადასცა „ქართულ ოცნებას“. მადლობა ქართველ ხალხს, მადლობა ყველას, ჩვენს მხარდამჭერებს ამ დიდი ნდობისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სამმა ქართულმა ტელეარხმა – „იმედმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ საპარლამენტო არჩევნები 2024-ისთვის ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნეს.

მსგავსი