შალვა პაპუაშვილი - პოლიტიკური ჯგუფების, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ მოქმედების მთავარი არსია, წაგლიჯონ ძალაუფლება ხალხს, რადგან ნახეს, რომ არჩევნებს აგებენ
შალვა პაპუაშვილი - პოლიტიკური ჯგუფების, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ მოქმედების მთავარი არსია, წაგლიჯონ ძალაუფლება ხალხს, რადგან ნახეს, რომ არჩევნებს აგებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია შედეგის მიღწევაზე არადროს ყოფილა ორიენტირებული.

პაპუაშვილის განმარტებით, ბოლო შეხევდრის დიდი ნაწილი მედიატორმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან საუბარს დაუთმო, თუმცა შეთანხმების მნიშვნელობაში ვერ დაარწმუნა.

„ეს დამოკიდებულება კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ ეპყრობიან ისინი ერთი მხრივ, ჩვენი ევროპელი კოლეგების ძალისხმევას, რომ მომხდარიყო მედიაცია, ამითაც აჩვენებენ, რომ არასდროს ყოფილან მომართული თანხმობისკენ,არასდროს სურდათ მათ, ის შედეგები, რაც არჩევნებზე დადგა, რეალურად ასახულიყო პარლამენტში. გარდა ამისა, გუშინ ჩვენ მოვისმინეთ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადებები, რომ „ქართულ ოცნებას“ რომც მოეწერა ხელი ან მოაწეროს ახლა, მნიშვნელობა არ აქვს, ისინი ხელს არ მოაწერენ და ფარატინა ქაღალდი უწოდეს ამ დოკუმენტს. მანამდე იყო კოჭლი დოკუმენტი, ახლა ფარატინა ქაღალდი. ამ ძალისხმევას, ევროპელი და ამერიკელი კოლეგების მოწოდებას პასუხობენ იმით, რომ კვლავ აქვთ ინიციატივა, მიმართონ პარლამენტს მანდატების შეჩერებაზე, ჩვენი პასუხი ამაზე ცნობილია.

ბოლო დღეს, შვიდი საათი ვიყავით იქ, „ქართული ოცნება“ მხოლოდ ხუთი წუთი ვიყავით მედიატორთან კავშირზე, 50 წუთი იყო საერთო შეხვედრა. ანუ, ჩვენ ერთი საათი ვიყავით ჩართული პროცესებში მაშინ, როდესაც ექვსი საათი ვიყავით მოლოდინის რეჟიმში, ვუყურებდით, მედიატორებს როგორ გაჰყავდათ ხან ერთი პარტიის წარმომადგენელი, ხან მეორესი, ხან ჯგუფ-ჯგუფად, რომ დაერწმუნებინათ ისინი ამ შეთანხმების მნიშვნელობაში. სამწუხაროდ, ვერ შეძლო მათი დარწმუნება. საბოლო შეხვედრაზე მათგან მოვისმინეთ ულტიმატუმები, რომ თუ არ იქნებოდა რიგგარეშე არჩევნების და რურუას მყისიერი გათავისუფლების საკითხი, ხელს არ მოაწერდნენ. ზოგადად, მათი ქცევითაც, იქ საუბრითაც, ყველაფრით ჩანდა, რომ ცდილობდნენ, ჩაეშალათ შეთანხმება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, პოლიტიკური ჯგუფების, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ მოქმედების მთავარი არსია, წაგლიჯონ ძალაუფლება ხალხს, რადგან ნახეს, რომ არჩევნებს აგებენ.

„რაც შეეხება პერსპექტივებს, სამწუხაროდ, ყველა ვხედავთ, რომ არსებობენ პოლიტიკური ჯგუფები, განსაკუთრებით ეს შეეხებათ „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“, რომლებიც პირდაპირ მომართულები არიან იქითკენ, რომ არათუ მოლაპარაკება ჩაშალონ, მათი მოქმედების მთავარი არსია, წაგლიჯონ ძალაუფლება ხალხს. მათ ხალხის მეშვეობით ეს ძალაუფლება ვერ მოიპოვეს, ნახეს, რომ არჩევნებს აგებენ და ახლა ცდილობენ, სხვა გზები გამონახონ ძალაუფლების მისაღებად. ამ შემთხვევაში, იქნება ეს მოლაპარაკება, საპროტესტო აქციები, კორონავირუისი, ყველა მიზეზს იყენებენ, რათა რამენაირად არიონ სიტუაცია და ის, რაც ვერ შეძლეს, დემოკრატიული გზით მოეპოვებინათ, ძალით წაგლიჯონ ხალხს.

ამ 5-6 თვის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით სხვადასხვა პარტიის ყანყალს. ხან იქით გადაიხრებოდნენ, რომ უნდა შემოსულიყვნენ პარლამენტში, ხან – პირიქით. ხან ერთი საკითხია მათთვის მნიშვნელოვანი,ხან – მეორე.მთავარი არის ქართველი ხალხი და უპირველეს ყოვლისა, ამას უნდა სცენ პატივი. პატივი უნდა სცენ იმ მანდატს, რომელიც მიიღეს საკუთარი ამომრჩევლისგან და ეს მანდატი უნდა განახორციელონ პარლამენტში. მთავარი არის ხალხი, ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევები არ არის, ისინი იჯდებიან თუ არა პარლემენტში, არამედ გამოწვევებია პანდემია, ეკონომიკა და ა.შ. ამას თუ გააცნობიერებენ, გადაწყვეტილების მიღება ადვილი იქნება. საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდეს ყველა. დღეს კვირა, დასვენების დღეა,ხვალ ორშაბათი, სამუშაო დღეა და მოვიდნენ პარლამენტში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ რეგიონებში გასვლას გეგმავენ.

„ვგეგმავთ ამ ყველაფერს.შეუძლებელია, არჩევნებიდან 5-6 თვე ქვეყანა ცხოვრობდეს იმ დღის წესრიგით, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, თავს მოგვახვიონ, ყალბი დღის წესრიგით. ეს რომ ყალბია, მერამდენედ დადასტურდა, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ჩვენი ევროპელი კოლეგების განცხადება, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს არანაირი ეჭვი. ეს 5-6 თვე ყალბ ნარატივში გვაცხოვრეს ჩვენმა ოპონენტებმა. ჩვენ ვაპირებთ, ხალხთან მჭიდრო კონტაქტში ვიყოთ, გავიდეთ რეგიონებში და ვნახოთ, რა პრობლემებია ადგილზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.