შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის მხარეს ცარიელი სკამები ზუსტად აჩვენებს მათ იდეურ სიცარიელესა და დამოკიდებულებას სხვების ნებაზე
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის მხარეს ცარიელი სკამები ზუსტად აჩვენებს მათ იდეურ სიცარიელესა და დამოკიდებულებას სხვების ნებაზე

გარკვეული დეჟავიუ არის 2020 წლის, ეს ცარიელი სკამები აჩვენებს ოპოზიციის იდეურ სიცარიელესა და დამოკიდებულებას სხვების ნებაზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას ქართველი ხალხი ზუსტად ისე მიუჩენს თავის ადგილს, როგორც ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოხდა.

„ჩვენი საგაზაფხულო სესია უახლოვდება დასასრულს, ამასთან, ამ მოწვევის პარლამენტსაც საშემოდგომო სესიის დროსაც არ ექნება ბევრი დრო და გარკვეული დეჟავიუ არის 2020 წლის. ახლაც ვხედავთ ცარიელ სკამებს ოპოზიციის მხარეს, არც რადიკალური ოპოზიცია არ ესწრება პარლამენტის სხდომას. გვახსენდება 2020-2021 წლები, თუმცა მაშინაც იყვნენ ყალბები და ახლაც არიან. მაშინაც იყვნენ სხვათა ნების გამტარებლები და ახლაც არიან. როგორც მაშინ მიუჩინა ქართველმა ხალხმა თავისი ადგილი, ახლაც ზუსტად ასე მიუჩენს. ამიტომ, ეს ცარიელი სკამები აჩვენებს ზუსტად მათ იდეურ სიცარიელეს და მათ დამოკიდებულებას სხვების ნებაზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.