შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნების ღამესვე აქციები დაიწყო, დღემდე აქციიდან აქციაზე დადიან, თუმცა ვხედავთ, რომ მხარდაჭერა არ აქვთ
ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნების ღამესვე, 04:00 საათზე საპროტესტო აქციები დაიწყო და დღემდე აქციიდან აქციაზე დადიან, როგორც აქციებზე, კვლევებში ვხედავთ, მათ მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვთ – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვს.
„აქციების შემადგენლობა ერთი და იგივეა, ერთსა და იმავე სახეებს და აქტივისტებს ვხედავთ, რომლებიც თავისი ხმაურით ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს, ბევრნი არიან, მაგრამ სინამდვილეში ვხედავთ, რომ მათ მოსახლეობის არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. როგორც აქციებზე, კვლევებში ვხედავთ, მათ მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიცია 15 მაისს აქციის გამართვას გეგმავს.