შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია თითქმის სრული შემადგენლობით ბოიკოტს უცხადებს რიგგარეშე სესიას, ანუ ბოიკოტს უცხადებს ამნისტიას, ამაზე ამომრჩევლისგან მიიღებენ პასუხს
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია თითქმის სრული შემადგენლობით ბოიკოტს უცხადებს რიგგარეშე სესიას, ანუ ბოიკოტს უცხადებს ამნისტიას, ამაზე ამომრჩევლისგან მიიღებენ პასუხს

ოპოზიცია თითქმის სრული შემადგენლობით ბოიკოტს უცხადებს პარლამენტში რიგგარეშე სესიას, ანუ ბოიკოტს უცხადებს ამნისტიას, ამაზე ამომრჩევლისგან მიიღებენ პასუხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ,შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„როგორც ვხვდები, „ევროპელი სოციალისტების“ და „გირჩის“ გარდა, ოპოზიცია თითქმის სრული შემადგენლობით ბოიკოტს უცხადებს რიგგარეშე სესიას, ანუ ბოიკოტს უცხადებს ამნისტიას, რაც საინტერესოა, როგორც მოვლენა. რასაც ვაკვირდები, მგონი, თითქმის ყველა უცხადებს ბოიკოტს ამნისტიას. არ ვიცი, ეს მათი გადასაწყვეტია. მივლენ ამომრჩევლებთან და ამაზე პასუხს მიიღებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ამნისტიის შესახებ კანონპროექტია.