შალვა პაპუაშვილი - ოპონენტები ცდილობენ, სამართლებრივ სისტემას ძირი გამოუთხარონ
შალვა პაპუაშვილი - ოპონენტები ცდილობენ, სამართლებრივ სისტემას ძირი გამოუთხარონ

ოპონენტებს ჰქონდათ ერთადერთი მიზანი, ზიანი მიეყენებინათ სახელმწიფოსთვის იმ სურათის შექმნით, რომ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე არის ციხეში, თუმცა განსაკუთრებით პოსტსაარჩევნო პერიოდში დავინახეთ, რომ ჩვენმა პარტნიორებმა მათი სიტყვა არ დაიჯერეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა კითხვაზე, როგორ აღიქმება საერთაშორისო პარტნიორების თვალში არსებული ვითარება.

მისი თქმით, ოპონენტები ცდილობენ, სამართლებრივ სისტემას ძირი გამოუთხარონ.

„ჩვენს პარტნიორებს აქვთ ინფორმაცია ნიკა მელიას საქმეზე და ისიც იციან, რომ გირაო დემონსტრაციულად დაირღვა; ასევე იციან, რომ გირაოს ფარგლებში შეუძლია, ციხე აირიდოს თავიდან. შესაძლოა, დასავლელ პარტნიორებს ჰქონდეთ რეაქცია, თუმცა ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ ამის ახსნას. ყველა მითი დაიმსხვრა იმის შესახებ, რომ ჩვენს ოპონენტებს მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდათ დასავლეთთან და შეეძლოთ უფრო მეტად ინფორმაციის მიტანა. დღევანდელმა სიტუაციამ გვაჩვენა, რომ მათი არც ერთი სიტყვა არ დაიჯერეს ჩვენმა პარტნიორებმა და დაიჯერეს ყველა ის სიტყვა, რომელიც ჩვენ ვთქვით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილი.