შალვა პაპუაშვილი - ნიკა მელიას გამოსვლით დასრულდება ფარსი, თითქოს ის იყო პოლიტიკური პატიმარი
რა თქმა უნდა, ოპოზიციური პარტიებისთვის ამნისტიის კანონპროექტის მიღება საჩქარო არ არის. მათთვის მთავარი იყო ნიკა მელია ყოფილიყო გარეთ, შიგნით, ოღონდ პოლიტპატიმრად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის განცხადებით, 20 ივნისის მოვლენების ამნისტია საჭიროა, რათა პოლარიზება დასრულდეს.
„ნიკა მელიას გამოსვლით დასრულდება ერთი ფარსი იმასთან დაკავშირებით, თითქოს ის იყო პოლიტიკური პატიმარი. თუმცა, არ დასრულდება მეორე საკითხი, რომელიც ეხება 20 ივნისს და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა შეფასებას. ამიტომ არის ამნისტია საჭირო, არა ნიკა მელიასთვის, არამედ იმისთვის, რომ დასრულდეს 20 ივნისის, როგორც პოლარიზების ინსტრუმენტად გამოყენება და წინ გავიხედოთ. ეს არის ამნისტია და გვინდა, ეს ინსტრუმენტი განვახორციელოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.